ფეხბურთი

23:29 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მადლიერება ყველაფერზე მაღლა დგას" - ტიაგო სილვა წარსულს არ ივიწყებს

„პარი სენ ჟერმენის“ მცველი ტიაგო სილვა „ფლუმინენსეში“ დაბრუნებას გეგმავს. ვეტერანი ბრაზილიელის განცხადებით, ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა როდის, ეს ჯერჯერობით არ იცის.

„ფლუმინენსეში“ დაბრუნებაზე თუ ვოცნებობ? დიახ, რადგან ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში ამ გუნდში კარი გამიღეს. მადლიერება ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას. არ ვიცი, ეს როდის მოხდება, მაგრამ ვიცი, რომ დაბრუნების და „ფლუმინენსეს“ მაისურის ჩაცმის სურვილი მაქვს“, - განაცხადა სილვამ.

ტიაგო სილვა „ფლუმინენსეში“ 2006 წელს, „პორტუსა“ და მოსკოვის „დინამოში“ წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ გადავიდა და იქ სამი სეზონი გაატარა. შემდეგ „მილანში“ ითამაშა, ხოლო 2012 წლიდან პსჟ-ს ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112597