ფეხბურთი

22:23 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" ფლიკს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჰანს-დიტერ ფლიკს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანელ სპეციალისტთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ ფლიკმა „ბაიერნმა“ ჯერ რამდენიმე თამაშით ჩაიბარა, შემდეგ სეზონის ბოლომდე გამოუცხადეს ნდობა, ახლა კი, სამწლიანი სრულფასოვანი კონტრაქტიც მიიღო.

„ბაიერნი“ კმაყოფილია მისი მუშაობით, ჩვენ ერთადერთი გერმანული გუნდი ვართ, რომელიც სამივე ტურნირში ბრძოლას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი საფრთხის წინაშეა“, - აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

„კმაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით, დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ერთად მნიშვნელოვან რამეს მივაღწევთ“, - თქვა კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ფლიკმა.

აქვე გეტყვით, რომ ჰანს-დიტერ ფლიკმა სეზონის მიმდინარეობისას ნიკო კოვაჩი შეცვალა და მისი ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ 21-დან 18 თამაში მოიგო (უმეტესობა დიდი ანგარიშებით). მხოლოდ სამჯერ ვერ შეძლო მეტოქეების ძლევა - „ლაიფციგთან“ 0:0, „ლევერკუზენთან“ 1:2 და „გლადბახთან“ 1:2.

რაც შეეხება ფლიკს, 1985-1990 წლებში „ბაიერნის“ ფეხბურთელი იყო, 2006-2014 წლებში კი გერმანიის ნაკრებში იოაჰიმ ლიოვის სამწვრთნელო შტაბში იყო დასაქმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109716