ფეხბურთი

17:34 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ექიმი: "საფრანგეთში კორონავირუსი "იუვენტუსმა" გაავრცელა"

ფრანგი ექიმის განცხადებით, საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელებას ხელი დიდად შეუწყო „ლიონისა“ და „იუვენტუსის“ მატჩმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში 26 თებერვალს გაიმართა.

„ეს თამაში არ უნდა ჩატარებულიყო, მთელი იტალიიდან გულშემატკივრები იტალიიდან ჩამოვიდნენ, არამხოლოდ პიემონტედან, რომელიც ხელისუფლებისთვის არ წარმოადგენდა რისკის არეალს“, - უთხრა L’Equipe-ს ექიმმა მარსელ გარიგუ-გრანდშამმა.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ხსენებული მატჩიდან ორი კვირის განმავლობაში საფრანგეთში ეპიდემიის გავრცელება არ დაფიქსირებულა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ლიონმა" მაშინ "იუვენტუსი" 1:0 დაამარცხა, ხოლო როდის გაიმართა საპასუხო დაპირისპირება, ამ დროისთვის უცნობია.

Le Parisien-ის ცნობით კი, კორონავირუსის გავრცელებაში დიდი როლი პსჟ - „დორტმუნდის“ მატჩის დროს განვითარებულმა მოვლენებმა ითამაშა, როდესაც პარიზელი ქომაგები სტადიონთან შეიკრიბნენ და თამაშზე დასწრების აკრძალვის მიუხედავად, შეხვედრას ერთად უყურეს.

0.136143