ფეხბურთი

10:28 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიბალას საცოლე: "კორონავირუსის დასამარცხებლად ორი კვირა საკმარისი არაა"

„იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას საცოლემ, ორიანა საბატინიმ განაცხადა, რომ 15 დღე კორონავირუსის დასამარცხებლად საკმარისი არაა. არგენტინელ მომღერალს ვირუსი ორ კვირაზე დიდი ხნის წინ დაუდასტურდა, შემდგომი ტესტი უარყოფითი იყო, მაგრამ ხელმეორე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ამიტომაც, ორიანა ცოტა არ იყოს შეშინებულია და ამბობს, რომ ვირუსის შესახებ ხალხმა არაფერი იცის და სახლში დარჩენას გვირჩევს.

„21 მარტს მე და პაულომ ტესტი გავიკეთეთ, რომელიც დადებითი იყო. სამი დღის წინ ჩვენმა ტესტმა უკვე უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ დღეს განმეორებითი ტესტის პასუხი ისევ დადებითია, შესაბამისად, კორონავირუსი ისევ მაქვს. არ ვიცი, ეს ვირუსი როგორ ვითარდება, რატომ იყო პირველი ტესტი უარყოფითი და მეორე დადებითი. უცნაურია, რადგან დაავადების 15 დღე უკვე გავიდა, თუმცა როგორც ჩანს ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ თავს კარგად ვგრძნობთ და სიმპტომები აღარ გვაქვს. დარჩით სახლში, ჩანს, რომ 15 დრე საკმარისი არაა. იზრუნეთ საკუთარ თავზე და სხვებზე. მე არ მინდა ვინმე შევაშინო, ვირუსი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, მაგრამ იქნებ ჩემი გამოცდილება დაგეხმაროთ. მე გავხდი უარყოფითი, შემდეგ ისევ დადებითი. რეალობა ისაა, რომ არაფერი არ ვიცი. მეკითხებიან რა უნდა გავაკეთოთ, დარჩით სახლში და იზრუნეთ საკუთარ თავზე“, - თქვა ინსტაგრამში ორიანამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110169