თამაშგარე

10:59 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მზესავით ცხელი ჯოვანა (ფოტოგალერეა)

ფილიპ ჯორჯევიჩი - ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ეს სახელი და გვარი ბევრს არაფერს გეუბნებათ. სერბეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია, რომელსაც საფეხბურთო მოედანზე დიდი კვალი არასდროს დაუტოვებია.

„ცრვენა ზვეზდადან“ დაიწყო, მერე „ნანტში“ იყო და ახლა ვერონას „კიევოშია“, კარიერის გამორჩეული პერიოდი (ისიც მცირე ხნით) რომის „ლაციოში“ ჰქონდა. მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბროთ, ფილიპის დამახსოვრება არც ისე ადვილია.

ვინაიდან შესაბამისად, სერბი ფეხბურთელის გახსენებაც ძნელია, კიდევ უფრო რთულია მისი მეორე ნახევრის შესახებ რამის თქმა. თუმცა, ჯოვანა ჯორჯევიჩი მეუღლეზე ბევრად პოპულარულია სოციალურ ქსელში და ამის მიზეზი მარტივია - საკუთარი თავის პიარი. ჯოვანა ინსტაგრამში გამომწერებს მოწყენის უფლებას არ აძლევს და ყოველდღე ცხელ-ცხელ ფოტოებს ამზეურებს.

ქმრისგან განსხვავებით, რამდენადაც ადვილია პირმშვენიერი ჯოვანას გახსენება, იმდენად ძნელია მისი დავიწყება...

0.12073