ფეხბურთი

23:55 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "ჩვენი ჯანმრთელობა თუ დაცული არაა, რატომ უნდა ვითამაშოთ?"

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ფეხბურთის შეჩერება სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ ის 100-%ით გარანტირებული არაა, რატომ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი? ერთხელაც შევიტყვეთ, რომ „იუვენტუსი“ ფეხბურთელი დაინფიცირებული იყო ყველა კარანტინში გადავედით. ეს არ არის ნორმალური.

მენატრება ფეხბურთი, თამაშის რიტმი, კონკურენცია, სავსე სტადიონი, გულშემატკივრების მხარდაჭერა, თუმცა ახლა ფეხბურთი მთავარი არაა“, - განაცხადა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის განახლების სავარაუდო თარიღად 20 მაის დასახელდა.

0.122991