ფეხბურთი

20:20 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ქომაგებს ნეიმარის დაბრუნებას ლაუტაროს ყიდვა ურჩევნიათ

კატალონიის „ბარსელონა“ ზაფხულში ნეიმარის ან ლაუტარო მარტინესის დამატებას აპირებს. ხოსეპ ბართომეუმ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ სატრანსფერო ბაზარზე ამბიციურები იქნებიან.

Mundo Deportivo-ს ცნობით კი, „ბლაუგრანას“ ქომაგებს ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნებას, ლაუტარო მარტინესის ყიდვა ურჩევნიათ.

შეგახსენებთ, ლაუტარო მილანის „ინტერის“ ღირსებას იცავს და „ნერაძური“ მასთან შელევას 70 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126304