ფეხბურთი

15:17 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირლომ საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა, რომლის გვერდითაც უთამაშია. იტალიელის განცხადებით, ასეთი კლარენს ზეედორფი იყო.

„ყველაზე ძლიერი ნახევარმცველი, რომელთანაც მითამაშია, კლარენს ზეედორფია. თუ პასს მისცემდი, იცოდი, რომ ბურთს არასდროს დაკარგავდა და ბურთთან ერთად ყველაფრის გაკეთება შეეძლო. მას ყველაფერი ჰქონდა, ძალიან ძლიერი იყო“, - აღნიშნა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ პირლო და ზეედორფი თანაგუნდელები „მილანში“ 2002-2011 წლებში იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109113