ფეხბურთი

10:29 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოვერმარსი: "ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება და უეფა მხოლოდ ფულზე ფიქრობს"

ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი უეფას აკრიტიკებს. ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელის განცხადებით, უეფაში მხოლოდ ფულზე ფიქრობენ და შექმნილი ვითარება არ აინტერესებთ.

„გაუგებარია, რომ უეფა და ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია არ ასრულებენ ტურნირებს. ისინი ისე იქცევიან, როგორც ერთი კვირის წინ დონალდ ტრამპი: ყოველდღე ასობით ადამიანი კვდება და მათთვის ფული ჯანმრთელობაზე უფრო მნიშვნელოვანია“, - უთხრა ოვერმარსმა Telegraaf-ს.

შეგახსენებთ, რომ უეფამ გუშინ ჩემპიონატების დასრულების ვადა 3 აგვისტომდე გადასწია და მზაობა გამოთქვა მხოლოდ ამის შემდეგ ევროტურნირების გაგრძელებაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114946