სხვა

12:35 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯინა როდრიგესი: “კორონავირუსი ეჭვიანი ცოლების მოკავშირეა“

ტურინის “იუვენტუსის“ პორტუგალიელი სუპერსშემტევი კრიშტიანუ რონალდუ სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად კორონავირუსს გაურბის და კარანტინშია შეყუჟული. მისი ოფიციალურად გულისსწორი და რეალურად კი ცოლი, ჯორჯონა როდრიგესი საოჯახო საქმიანობითაა დაკავებული და შიგადაშიგ სოციალურ ქსელში კომენტარების წერითაც ირთობს თავს.

ჯორჯინა როდრიგესს იუმორის გრძნობა რომ აქვს, ეს ესპანელმა ჟურნალისტებმა ადრევე შეამჩნიეს. ესპანელი ბულვარული პრესის ერთ-ერთი წარმომადგენლის კითხვაზე, ახლაც ეჭვიანობს თუ არა კრიშტიანუზე, ჯორჯინამ ერთობ სახალისო და ცოტა არ იყოს უცნაური პასუხი გასცა.

ჯორჯინა ამბობს, რომ კორონავირუსი ეჭვიანი ქალების “მოკავშირეა“ რადგან ახლა ის დროა, როდესაც ქმრები ცოლთათვის ღალატს მხოლოდ ვირტუალურად თუ მოახერხებენ და ისიც იმ შემთხვევაში, ქმრებთან ერთად კარანტინში შეკეტილ ცოლებს სექსის არსებობაც თუ დაავიწყდებათ.

0.112422