ფეხბურთი

10:32 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლასიკური ზლატანი: "მეკითხებოდნენ მზად თუ ვიყავი, მაგრამ MLS-ი იყო ჩემთვის მზად?!" (+VIDEO)

ლოს ანჯელეს „გალაქსიმ“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაუვიწყარი გოლი გაიხსენა. ზუსტად ორი წლის წინ, 2018 წლის 31 მარტს, MLS-ში იბრაჰიმოვიჩის დერბი შედგა, „გალაქსი“ „ლოს ანჯელესს“ ხვდებოდა და 0:3 მარცხდებოდა.

იბრა მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:3 იყო, თუმცა შვედის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. დებიუტიდან 6 წუთში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და „გალაქსმა“ 4:3 მოიგო.

განსაკუთრებით ეფექტური ერთი გოლი გამოდგა, რომელიც ზლატანმა ჩვეულ, არაორდინალურ სტილში გაიტანა. „გალაქსიმ“ სწორედ ეს გოლი გამოაქვეყნა ტვიტერში სხვადასხვა ქვეყნების კომენტარით.

იბრაჰიმოვიჩმა კი, პოსტი გააზიარა და დამახასიათებმად დაასათაურა: „მეკითხებოდნენ მზად თუ ვიყავი. სწორი კითხვა იყო: MLS-ი მზად ხარ?“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11693