ფეხბურთი

11:52 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" დე ლიხტისთვის იბრძოლებს

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში დაცვის ცენტრის გაძლიერებას ეშურება. ESPN-ის ინფორმაციით, მანკუნიანელთა ინტერესის სფეროში „ნაპოლის“ მცველ კალიდუ კულიბალის გარდა, „იუვენტუსის“ ფეხბურთელი მატიას დე ლიხტია.

დე ლიხტი ინგლისური გრანდისთვის საინტერესო ფეხბურთელი წინა სატრანსფერო ფანჯრების დროსაც იყო, მაგრამ ფეხბურთელმა იტალიაში გადაბარგება არჩია.

„იუვენტუსის“ დაყოლიება ადვილი არ იქნება, რადგან დე ლიხტში 75 მილიონი ევრო გადაიხადა და მასზე დიდ იმედს ამყარებს. თუმცა, ტურინელებს "მანჩესტერიდან" პოლ პოგბას დაბრუნება სურთ და არაა გამორიცხული "წითელმა ეშმაკებმა" ტრანსფერში ნიდერლანდელის ჩართვა მოითხოვონ.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 27 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109593