ფეხბურთი

1:54 | 1.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელის" ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

მარსელის „ოლიმპიკის“ ყოფილი პრეზიდენტი პაპე დიუფი კორონავირუსით 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სენეგალის ტელევიზიამ RTS-მა დაადასტურა.

პაპე დიუფის ჯანმრთელობის მდგომაროება ვირუსის გამო მძიმე იყო და დაკარიდან საფრანგეთის ქალაქ ნიცაში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ ფრენის შესრულებამდე ზღვისპირელთა ყოფილი ხელმძღვანელი გარდაიცვალა.

პაპე დიუფი „მარსელის“ პრეზიდენტი 2005-2009 წლებში იყო და დიდი წვლილი მიუძღვის, რომ 2010 წელს კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული 17-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111103