ფეხბურთი

21:43 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო ყაჩაღისა და მკვლელის დუეტთან დამარცხდა

ბრაზილიელი რონალდინიო ასუნსიონის ციხეშია და ჩვეულებრივი ფეხბურთის შემდეგ ძალები ფეხბურთის ტენისშიც მოსინჯა.

ბრაზილიური მედიის ცნობით, სამხრეთ ამერიკელი ერთ-ერთ პატიმარს შეუწყვილდა და ყოფილი პოლიციელების დუეტს დაუპირისპირდნენ, რომლებიც სხვათა შორის საკმაოდ მძიმე სასჯელს იხდიან, ერთი მკვლელობის გამო ზის საპატიმროში, მეორე - ყაჩაღობისთვის.

რაც უნდა უცნაური იყოს, რონალდინიო და მისი მეწყვილე ხსენებულ წყვილთან დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, მანამდე ბრაზილიელმა ფეხბურთში მოახერხა ჩემპიონობა და გოჭით დასაჩუქრდა. რონალდინიო ციხეში თავის ძმასთან ერთად პასპორტების გაყალბებისთვის ზის.

თეგებირონალდინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112226