ფეხბურთი

17:43 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" ნურის კონტრაქტი გაუწყვიტა

საავადმყოფოში თითქმის სამი წლის ყოფნის შემდეგ აბდელჰაკ ნური სახლში დაბრუნდა, „აიაქსმა“ კი ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა. Telegraaf-ის ინფორმაციით, 2020 წლის 30 ივნისს მხარეებს შორის ხელშეკრულება გაწყდება.

მანამდე „აიაქსი“ 22 წლის ნურის კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს გადაუხდის.

აბდელჰაკ ნური ამსტერდამული გუნდის აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდში ცხრა თამაში ჩაუტარებია. 2017 წლის 8 ივლისს, ბრემენის „ვერდერთან“ ამხანაგურ მატჩში თავის უმძიმესი დაზიანება მიიღო და დიდი ხანი კომაში იმყოფებოდა.

0.104639