ფეხბურთი

12:54 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "დავეხმაროთ ექიმებს და დავრჩეთ სახლში"

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ექიმების დასახმარებლად სახლში დარჩენაა საჭირო.

„მთელი მსოფლიოსთვის ამ რთულ მომენტში მადლიერი ვართ მნიშვნელოვანი საკითხების - ჩვენი ჯანმრთელობის, ოჯახების, საყვარელი ადამიანების. დარჩით სახლში, რომ დავეხმაროთ ექიმებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან“, - დაწერა ინსტაგრამზე კრიშტიანუმ.

აღსანიშნავია, რომ რონალდუ ოჯახთან ერთად ფუნშალის ქუჩაში მოსეირნე დააფიქსირეს, რასაც პორტუგალიაში დიდი კრიტიკა მოჰყვა.

0.108867