ფეხბურთი

11:01 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ვიდეოკონფერენცია სამომავლო გეგმებზე

უეფა მომავალზე ფიქრობს და თავისი წევრი 55-ვე ქვეყნის ფედერაციებთან მორიგი ვიდეოკონფერენცია ჩანიშნა.

როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, ოთხშაბათს, 1 აპრილს თათბირი გაიმართება, სადაც საუბარი იქნება შეჯიბრებების მომავალზე, ფეხბურთელთა კონტრაქტებზე, სატრანსფერო ბაზარზე და მატჩების რეპროგრამირებაზე.

შეგახსენებთ, საფეხბურთო სეზონი ბელარუსის გარდა, ყველგან შეწყვეტილია და ამ ეტაპზე არავინ იცის, როდის განახლდება ტურნირები.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128175