ფეხბურთი

2:08 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "ტრანსფერებში ბევრ ფულს ვერ დავხარჯავთ, მაგრამ "ბარსა" მსოფლიოს ყველაზე დიდი გუნდია"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ კლუბის სატრანსფერო მიზნებზე და ლიონელ მესის ახალ კონტრაქტზე ისაუბრა. ბართომეუ ორივე შემთხვევაში ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ „ბარსელონა“ მსოფლიოში ყველაზე დიდი გუნდია.

„იცვლება თუ არა სატრანსფერო პოლიტიკა? არა, აბიდალი და პლანესი განაგრძობენ მუშაობას გუნდის მოსამზადებლად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულს პირდაპირი გაცვლები მოსალოდნელია და არ იქნება ბევრი ფულის ხარჯვა. დიახ, ჩვენ ბაზარზე ამბიციურები ვიქნებით, კარგი გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ. ნეიმარი და ლაუტარო? სახელებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ცხადია შესძლებლობები გვექნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „ბარსა“ მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი გუნდია.

მესის ახალი კონტრაქტი? რა თქმა უნდა, „ბარსა“ მსოფლიოს ყველაზე დიდი გუნდია. ამ საკითხზე არ ვდარდობ, მესიმ ბევრჯერ თქვა, რომ კარიერის დასრულება ჩვენთან უნდა, ამიტომ არ ვნერვიულობ“, - განაცხადა ბართომეუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113651