ფეხბურთი

0:48 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ამბიციური ფეხბურთელი ვარ" - ჰარი კეინი "ტოტენჰემის" დატოვებას არ გამორიცხავს

ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში გუნდი შეიცვალოს. ინგლისელის განცხადებით, ამბიციური ფეხბურთელია და სურს ტოპ დონეზე ითამაშოს.

„ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მხოლოდ კის ან არას თქმა არ შემიძლია. მიყვარს „ტოტენჰემი“ და მუდამ მეყვარება, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი: თუ ვიგრძნობ, რომ არ მივდივართ სწორი მიმართულებით, არ დავრჩები მხოლოდ იმიტომ, რომ ამის გაკეთება სწორია. მე ვარ ამბიციური მოთამაშე და მინდა გავხდე ტოპ ფეხბურთელი“, - თქვა კეინმა.

ჰარი კეინს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. As-ის ინფორმაციით, ინგლისელის დამატება „რეალს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „იუვენტუსს“ სურთ.

აქვე გეტყვით, რომ კეინი „მამლების“ ღირსებას 202012 წლიდან იცავს 278 თამაშში 181 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112827