ფეხბურთი

0:16 | 30.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელი ფეხბურთელის 25 წლის საცოლე გარდაიცვალა

„ველეს სარსფილდის“ თავდამსხმელის რიკარდო სენტურიონის საცოლე, 25 წლის მელოდი პასინი გარდაიცვალა. პასინის გულის პრობლემები ჰქონდა და ლანუსში შეტევა მაშინ მოუვიდა, როდესაც ავტომანქანას მართავდა.

„კლუბი რიკარდო სენტურიონის გვერდითაა ამ რთულ მომენტში, მას შემდეგ მისი საცოლე მელოდი პასინი გარდაიცვალა. ჩვენი სამძიმარი ოჯახსა და მეგობრებს“, - წერია არგენტინული გუნდის ვებგვერდზე.

აქვე გეტყვით, რომ სენტურიონს სხვადასხვა დროს „რასინგში“, „ჯენოაში“, „სან პაულუსა“ და „ბოკა ხუნიორსში“ უთამაშია, ხოლო „ველესში“ მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა.

0.114322