ფეხბურთი

22:19 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" "მანჩესტერს" ვალვერდე 500 მილიონი დაუფასა

მადრიდის „რეალი“ ფედერიკო ვალვერდესთან შელევას არ აპირებს. ურუგვაელი ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული და ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზაფხულის მთავარ სატრანსფერო მიზნად 21 წლის შუახაზელი დაასახელა.

თუმცა, ზინედინ ზიდანისთვის ვალვერდე ხელშეუხებელი ფიგურაა და ფოლორენტინო პერესმა ინგლისურ მხარეს არარეალური თანხა, 500 მილიონი ევრო მოსთხოვა.

ასე, რომ „მანჩესტერს“ თუ სამხრეთ ამერიკელის ყიდვა მართლაც უნდა, ეს თანხა უნდა გადაიხადოს. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ვალვერდეს 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.111663