სხვა

11:23 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოკეის ეროვნული ლიგა: "კოლორადო ევალანშის" მეორე მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) გუნდის "კოლორადო ევალანშის" მეორე ჰოკეისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუნდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხმა მოტამაშემ ჩაიტარა ტესტი და კორონავირუსით ინფიცირებულთა ორამდე გაიზარდა.

გუნდის ჰოკეისტებს, სტაფის წევრებს და სხვა მომსახურე პერსონალს რეკომენდაცია მიეცათ, ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგი გაუწიონ.

აქამდე, ჰოკეის ეროვნულ ლიგის გუნდ "ოტავა სენატორსის" ორ ჰოკეისტს დაუდგინდა კორონავირუსი. NHL-მა კორონავირუსის გავრცელების გამო სეზონი უკვე შეწყვიტა.

0.112172