ფეხბურთი

1:37 | 29.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გომესი: "ტელევიზორებს და ტელეფონებს უნდა მოვშორდეთ, რომ საშინელი ამბები არ გავიგოთ"

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელ ალეხანდრო გომესი მიიჩნევს, რომ ტელევიზორის ყურება და ტელეფონში დროის გატარება ახლა დროის გაყვანის ყველაზე ცუდი მეთოდია.

არგენტინელის განცხადებით, საჭიროა ცუდ ინფორმაციებს დავშორდეთ, რომელსაც სოციალური მედია თუ ტელევიზიები გამუდმებით გვაწვდიან.

„ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე ნავში ვსხედვართ და საჭიროა სახლში რამის გაკეთება, რომ დივანზე ტელეფონით არ ვისარგებლოთ და ტელევიზორში საშინელ სიახლეებს არ ვუყუროთ. ლინდასთან ერთად (მეუღლე - რედ) ვცდილობ საათნახევარი ვივარჯიშო, სარბენ ბილიკზე 6-7 კილომეტრს დავრბივარ. ყველას გვჭირდება რაღაც სხვა საქმის კეთება რწმენის აღსადგენად. საჭიროა დავშორდეთ ცუდ ინფორმაციებს“, - დაწერა ინსტაგრამში გომესმა.

0.114344