სხვა

23:42 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იოშირო მორის მოსაზრებით, ოლიმპიური თამაშები ივნის-სექტემბერს შორის უნდა ჩატარდეს

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის იოშირო მორის მოსაზრებით, მომავალი წლისთვის გადავადებული ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს ივნის-სექტემბერს შორის.

„თამაშები ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, ამიტომაც გონებაში გვექნება ივნისსა და სექტემბერს შორის დროის მონაკვეთი. მომავალ კვირას, როდესაც ვითარებას განვიხილავთ, რიგ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. უმჯობესია, მოსამზადებლად უფრო მეტი დრო იყოს," - განაცხადა იოშირო მორიმ.

სამშაბათს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიო-2020-ის ერთი წლით გადავადებაზე მოილაპარაკეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116163