ფეხბურთი

20:54 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თითქმის იდეალური მცველი" - უკრაინელმა გამოცემამ კალაძე გამოარჩია

უკრაინულმა გამოცემა Sport.ua-მ კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველებში შეიყვანა. ქართველ ფეხბურთელს ათეულში მეშვიდე ადგილი მიანიჭეს.

„ამ რეიტინგში კახა შეიძლებოდა უფრო მაღლა ყოფილიყო, „დინამოში“ უფრო მეტი მატჩი რომ ეთამაშა. კარიერის საუკეთესო წლები უნივერსალურმა მცველმა „მილანში“ გაატარა, სადაც ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კალაძე უკრაინაში როგორც ცენტრალური მცველი წაიყვანეს, მაგრამ ძალიან სწრაფად მარცხენა მცველად აქციეს. გარდა ამისა, შეეძლო საყრდენ ნახევარმცველად თამაშიც. მაღალი, სწრაფი, ძლიერი, შესანიშნავი დარტყა - თითქმის იდეალური მცველი. ყველასთვის სამწუხაროა, რომ „დინამო“ მალე დატოვა“, - წერს გამოცემა.

კახა კალაძე კიევის „დინამოში“ 1998 წლიდან 2001 წლის იანვრამდე თამაშობდა და 104 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. შემდეგ ქართველმა 2010 წლამდე „მილანში“, ხოლო კარიერის ბოლო ორი სეზონი „ჯენოაში“ გაატარა.

კალაძემ ხსენებულ ათეულში ივან სტრინიჩს, ვიტალი მიკოლენკოსა და ბადრ ელ-კადურის აჯობა, ხოლო ვიაჩესლავ შევჩუკს, ვიქტორ სკრიპნიკს, იური დმიტრულინს, ისმაილის, რაზვან რაცსა და ანდრეი ნესმაჩნის ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118765