ავტოსპორტი

11:07 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლე მანის 24-საათიანი რბოლა სექტემბრისთვის გადაიდო

ფორმულა 1-ის მფლობელებისგან განსხვავებით, ლე მანის 24-საათიანი რბოლის ორგანიზატორი, დასავლეთის საავტომობილო კლუბი (ACO) უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, რბოლის გამართვას მოახერხებს. ოღონდ, მისი თარიღი ივნისიდან სექტემბრისთვის გადაიტანა.

„24-საათიანი რბოლის ჩვეული თარიღიდან გადატანა, ამ ეტაპზე, ყველაზე მისაღები ვარიანტია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველას რისკი უნდა ავარიდოთ, ვირუსის გავრცელებისგან დავიცვათ. ჩვენ ახლა იმ ექიმებზე ვფიქრობთ, რომლებიც ჩვენს დასაცავად იბრძვიან“, - განაცხადა ACO-ს პრეზიდენტმა პიერ ფილონმა. მისივე თქმით, მალე შემუშავდება გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრის ახალი ვარიანტი.

ასევე გადაიდება ქალაქ პოს დიდი პრიზი - სამდღიანი რბოლა, რომლისთვისაც პირენეის მთიანეთში მდებარე ქალაქს, 22-24 მაისს უნდა ემასპინძლა. ლე მანის რბოლა 13-14 ივნისს უნდა გამართულიყო, მისი ახალი თარიღი კი 19-20 სექტემბერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119793