ფეხბურთი

11:43 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინსინიე: "იტალია 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს მოიგებს"

„ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ განაცხადა, რომ „სკუადრა აძურა“ 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდება.

„იტალია 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე უფრო ძლიერი იქნება? წელს ნამდვილად შეგვეძლო დიდი შედეგის ჩვენება, მაგრამ მომავალ წელს მოვიგებთ, თან ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდებიან, - განაცხადა ინსინიემ.

შეგახსენებთ, იტალია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია და ჯგუფური ეტაპის მატჩებს რომში ჩაატარებს.

0.120851