ფეხბურთი

0:17 | 28.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის კლუბები სეზონის შედეგების ანულირებას ითხოვენ

მსოფლიოში შექნილი პანდემიის გამო ფეხბურთი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია და მათ შორის გამონაკლისი არც ინგლისის პრემიერლიგაა.

ინგლისის ჩემპიონატი 30 აპრილამდე არ განახლდება და დიდი ეჭვი არსებობს, რომ ვერც მაისში მოხერხდეს სეზონის განახლება, რომლის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი. „ლივერპული“ გათამაშებას 25-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ორი გამარჯვება აშორებს ნანატრ ჩემპიონის ტიტულს, რომელიც 1990 წლის შემდეგ არ მოუგია.

თუმცა, უცნობია რა ბედი ეწევა ამ სეზონს. The Athletic-ის ინფორმაციით, პრემიერლიგის გუნდების სურვილია, რომ პანდემიის პირობებში სეზონის შედეგები ანულირდეს, შესაბამისად, „წითლებს“ ჩემპიონის ტიტული ვერ გადაეცემათ.

პრემიერლიგის კლუბების აქციონერთა მომდევნო თათბირი 3 აპრილსაა ჩანიშნული და შესაძლოა ბევრ კითხვას პასუხი იქ გაეცეს. მანამდე კი ფაქტია, რომ „ლივერპულის“ ჩემპიონობა საფრთხის ქვეშ დგას.

0.107467