სხვა

23:40 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი G20-ის ლიდერების მადლიერია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი G20-ის სამიტის ლიდერებს მადლობას უხდის კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადებაში გამოხატული მხარდაჭერისთვის.

„იაპონიისთვის და IOC-თვის მეტად გამამხნევებელია მსოფლიოს ლიდერების მხარდაჭერა, რომელიც გამოხატულია G20-ის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში. დღესდღეობით კაცობრიობა ბნელ გვირაბშია აღმოჩენილი. ეს ოლიმპიური თამაშები გახდება შუქი გვირაბის ბოლოს," - თომას ბახის სიტყვებს ვიტყობთ IOC საიტიდან.

ერთი დღით ადრე „დიდი ოცეულის" სამიტი კორონავირუსის პანდემიის ფონზე თამაშების ერთი წლით გადავადებაში IOC-ის გადაწყვეტილებას მიესალმა: „ვაფასებთ ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად გაწეულ ძალისხმევას, რაც გამოიხატება მსხვილი საზოგადოებრივი ღონისძიებების, კერძოდ კი ოლიმპიური თამაშების არაუგვიანეს 2021 წლის ზაფხულისთვის გადატანის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას. ვაფასებთ იაპონიის შეუპოვრობას ჩაატაროს სრულყოფილი ტოკიო-2020-ის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები, როგორც სიმბოლო კაცობრიობის სიმტკიცისა."

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119625