ფეხბურთი

22:35 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კალუმ ჰადსონ-ოდოი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი კალუმ ჰადსონ-ოდოი კორონავირუსისგან გამოჯამრთელდა. აღნიშნული ინფორმაცია "არისტოკრატების" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა გაავრცელა.

"კალუმს ინფიცირების შემდეგ პირველ კვირას მუდმივად ვესაუბრებოდი და ეს ძალიან უცნაური დრო იყო. საბედნიეროდ, იგი ცუდად არ იყო და მოხარულები ვართ, რომ ვირუსი დაძლია." - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს BBC.

კალუმს კორონავირუსი 13 მარტს დაუდასტურდა და ბოლომდე გამოჯანმრთელდა. ასევე, კორონავირუსი აღარ აქვს ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას, რომელსაც კორონავირუსი ასევე 13 მარტს აღმოაჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100184