ჩოგბურთი

21:50 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი და ჯოკოვიჩი კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაებნენ

შვეიცარიელმა და სერბმა ჩოგბურთელებმა როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსთან საბრძოლველად სოლიდური თანხა გაიღეს. კერძოდ, ჯოკოვიჩმა ერთი მილიონი ევრო გამოყო ხელოვნური აპარატების და სხვა სამედიცინო აღჭურვილობის საყიდლად. შვეიცარიელმა კი ერთი მილიონი ფრანკი შვეიცარიაში კორონავირუსით დაზარალებული ოჯახებისთვის გადარიცხა.

ფედერერმა განაცხადა, მის ცოლთან ერთად გადაწყვიტა აღნიშნული თანხის გადარიცხვა და ეს მხოლოდ დასაწყისია. როჯერს იმედი აქვს, სხვა ვისაც შესაძლებლობა აქვს მის ინიციატივას შეუერთდება.

ჯოკოვიჩმა და მისმა მეუღლემ ერთი მილიონი ევრო ნოვაკ ჯოკოვიჩის ფონდიდან გაიღეს. აღნიშნული ფონდი სკოლამდელი აღზრდის დასაარსებლად და განსავითარებლად დაარსდა, რომელიც სერბი ბავშვებისთვის შეიქმნა, ახლა კი მსოფლიოს პირველი ნომერი პანდემიასთან ბრძოლაში ჩაება.

27 მარტის მონაცემებით, შვეიცარიაში კორონავირუსის 12,311, ხოლო სერბეთში 528 შემთხვევაა დაფიქსირებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123274