ფეხბურთი

20:59 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბარსელონა" ხელფასებს შეამცირებს

"ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად ფეხბურთელებს და მომსახურე პერსონალს ხელფასი შეუმცირდება. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ესპანეთში ფეხბურთის ფედერაციის და ლა ლიგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით საფეხბურთო სეზონის გაურკვეველი ვადით გადაიდო და სანამ მთავრობა არ გადაწყვიტავს, სეზონი არ განახლდება. იმის გამო, რომ საფეხბურთო საქმიანობა შეწყდა, "ბარსელონას" განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელფასები კლუბის სტაფს პროპორციულად შეუმცირდება.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსის გავრცელების გამო კლუბებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს და 500 მილიონ ევროს სესხის სახით გასცემს. კლუბებს შეეძლებათ, ფინანსური კრიზისის გამო ფედერაციისგან სესხი აიღონ და მომდევნო ხუთ წელიწადში დაფარონ. ასევე, ფედერაციის გადაწყვეტილების, ნახევრად პროფესიონალურ და არაპროფესიონალურ გუნდებსაც ექნებათ სესხის აღების შესაძლებლობა და მათთვის 4 მილიონი ევროა გამოყოფილი.

თეგებიბარსელონა
0.112001