სხვა

22:12 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: "მიზნობრივი ჯგუფის მოვალეობა იქნება ოლიმპიური თამაშების გადადებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადადებასთან დაკავშირებით თამაშებში ჩართულ ყველა მხარეს აფრთხილებს, რომ მათ „მსხვერპლზე და დათმობებზე წასვლა მოუწევთ."

თომას ბახის თქმით, უკვე შექმნილია მიზნობრივი ჯგუფი, რომლის შემდაგენლობაში შედიან IOC-ის საკოორდინაციო კომისიის და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები. ამ ჯგუფის მოვალეობა იქნება ოლიმპიური თამაშების გადადებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება.

IOC-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „შეძლებისდაგვარად მალე" უნდა იქნეს მიღებული. ასევე განაცხადა, რომ IOC ტოკიო-2020-ის პროგრამასთან დაკავშირებით სპორტის 33 სახეობის ფედერაციების ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110257