ფეხბურთი

20:16 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიური კლუბები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

შოტლანდიის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა კლუბებს ფინანსურად დაეხმარება. აღნიშნული გადაწყვეტილება ლიგი ხელმძრვანელობამ კორონავირუსის გამო გამოწვეული კრიზისი შემდეგ მიიღო.

მას შემდეგ, რაც შოტლანდიაში საფეხბურთო სეზონი შეწყდა, ბევრ კლუბს ფინანსური პრობლემა შეექმნა, რადგან მატჩების ტრაბსლირება აღარ მიმდინარეობს და სპონსორებიც თანხის გადახდაზე უარს ამბობენ.

როგორც Sky Sports-ი იუწყება, პრემიერშიფის სამი ლიდერი კლუბი "რეინჯერსი", "სელტიკი" და "მოზერუელი" 395,000 გირვანქა სტერლინგს მიიღებენ, ხოლო უმაღლესი დიზივიზიონის სხვა კლუბები - 157,500 გირვანქა სტერლინგს. ასევე, ცნობილია, რომ ფინანსურ დახმარებას ჯამში ოთხი დივიზიონის 42 კლუბი მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124672