ფეხბურთი

18:17 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "ყველაზე მეტად საშიში თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა"

იტალიური „მილანის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ კლუბის ინსტაგრამ გვერდთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი იდეალი რიკარდო კაკა იყო. 20 წლის იტალიელი კიპერი ასევე აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად კრიშტიანუ რონალდუს ეშინოდა.

„ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ყოველთვის კაკა იყო, ოთახში მასთან დაკავშირებული ყველანაირი ნივთი მქონდა.

ჩემთვის ყველაზე მაგარი სეივი დიდასთან ასოცირდება, „მილანი“ – „აიაქსის“ მატჩის დროს, თუმცა სებასტიანო როსის და კრისტიან აბიატისაც დიდ პატივს ვცემ. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს საუკეთესო სეივს, ვფიქრობ, „ემპოლისთან“ მატჩში მასიმო მაკარონეს დარტყმის მოგერიება იყო.

ჩემი პირადი მიზანია რაც შეიძლება ნაკლები გოლი გავუშვა. ბევრი დიდი თავდამსხმელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ყველაზე მეტად საშიში კრიშტიანუ რონალდუა“, - განაცხადა დონარუმამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100294