სხვა

13:25 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

IOC ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად 2021 წლის კალენდარში ივლის-აგვისტოს განიხილავს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის ჯონ კოუტსის განცხადებით, IOC სპორტულ ფედერაციებთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად 2021 წლის კალენდარში ივლისი-აგვისტოს დაჯავშნას განიხილავს.

ჯონ კოუტსის თქმით, ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს ჩოგბურთში უიმბლდონისა და აშშ-ს ღია პირველობებს შორის (ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე). ამასთან, განმარტავს, რომ ოლიმპიური თამაშები გადაკვეთაში არ უნდა იყოს მძლეოსნობაში (6-15 აგვისტო) და საწყლოსნო სახეობათა (16 ივლისი-1 აგვისტო) მსოფლიო ჩემპიონატების განრიგთან.

აღსანიშნავია, რომ ჯონ კოუტსის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა, საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ (FINA) და მსოფლიო მძლეოსნობამ (World Athletics) მსოფლიოს ჩემპიონატების თარიღების შეცვლის მზადყოფნა გამოთქვეს.

ჯონ კოუტსი, რომელიც ასევე ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია, დასძენს, რომ IOC-ს განსახილველად სხვა წინადადებებიც აქვს.

IOC ახალი კალენდრის შეჯერებას ერთ თვეში აპირებს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111471