ფეხბურთი

1:15 | 27.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

თითქის 3 წლის შემდეგ ნური კომადან გამოვიდა

ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელი აბდელაკ ნური 2 წლისა და 8 თვის შემდეგ კომადან გამოვიდა. ინფორმაცია მისმა ძმამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნიდერლანდელი საკუთარ სახლში დაბრუნდა, თუმცა მისი მდგომაროება ისევ მძიმეა, რადგან საწოლიდან წამოდგომა არ შეუძლია.

„ის აღარ არის კომაში, გამოიღვიძა, აცემინებს და ჭამს. თუმცა, ჯერ საწოლიდან წამოდგომა არ შეუძლია და ჩვენზე ძალიანაა დამოკიდებული“, - დაწერა ნურის ძმამ.

აბდელაკ ნური კომაში ზუსტად 2 წელი 8 თვე და 19 დღე იყო. 22 წლის ფეხბურთელმა თავის უმძიმეს დაზიანება 2017 წლის 8 ივლისს, „აიაქსისა“ და ბრემენის „ვერდერის“ შეხვედრაში მიიღო. ასეთ რთულ პერიოდში კი, ეს ნამდვილად არის დიდებული ამბავი.

0.132034