ფეხბურთი

23:25 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ იდალგო გარდაიცვალა

ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი მიშელ იდალგო გარდაიცვალა. მისი სიკვდილი კორონავირუსს არ უკავშირდება, 87 წლის სპეციალისტი დიდი ხანი ავადმყოფობდა.

იდალგოს სახელს უკავშირდება საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი და 80-იანი წლების დასაწყისში „მამლები“ მისი ხელმძღვანელობით ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდნენ.

იდალგომ საფრანგეთის ნაკრებს 1984 წელს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, ხოლო ორი წლით ადრე მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა.

0.117865