სხვა

20:41 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი: "ოლიმპიადის გადადებით ხარჯები გაიზრდება"

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა იოშირო მორიმ განაცხადა, რომ ოლიმპიადისთვის განკუთვნილი მოედნების, სოფლების და სხვა აღჭურვილობების შენახვა და მოვლა სავარაუდოდ დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა და თომას ბახმა და იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ ვიდეოკონფერენციის შედეგად ოლიმპიადის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც თამაშების ისტორიაში პირველად მოხდა. აქედან გამომდინარე, ოლიმპიადა მომდევნო წელს ტოკიოში გაიმართება, თუმცა ინფრასტრუქტურა მომავალ წელსაც მწყობრში უნდა იყოს.

"ჩვენ უნდა დავიცვათ ინფრასტრუქტურა, არა მხოლოდ მოედნები, არამედ ათლეტების სოფლები, სავარჯიშო ადგილები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, მომავალი წლისთვის რა იქნება შესაცვლელი. ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და როგორც ველოდებით, დანახარჯი მასიური იქნება." - ციტირებს Sky Sports-ი მორის სიტყვებს.

0.112212