ფეხბურთი

19:48 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი", "დორტმუნდი", "ლაიპციგი" და "ლევერკუზენი" გერმანულ კლუბებს დაეხმარებიან

ბუნდესლიგის კლუბებმა "ბაიერნმა", "დორტმუნდმა", "ლაიპციგმა" და "ლევერკუზენმა" გერმანული კლუბების დახმარება გადაწყვიტეს. აღნიშნული კლუბები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მონაწილე კლუბები არიან, 20 მილიონ ევროს ბუნდესლიგის და მეორე ბუნდესლიგის კლუბების დასახმარებლად შეაგროვებენ.

"ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ რთულ დროში ფინანსურად სუსტ კლუბებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამ ინიციატივით მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს ერთიანობას დაანახებენ. ჯერჯერობით უცნობია დახმარების როგორი გეგმაა შედგენილი.

აქამდე, "ბაიერნის" რამდენიმე ფეხბურთელმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის მილიონი ევრო გაიღეს. ასევე, "რეკორდმაისტერთა" ფეხურთელებმა და პერსონალმა ხელფასი 20 პროცენტით შეიმცირეს, ხოლო "გლადბახის" და სამწვრთნელო შტაბმა, ხელმძღვანელობასთან ერთად ხელფასის ნაწილზე უარი თქვეს.

0.150204