ფეხბურთი

18:49 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე L'Equipe-ს გამორჩეულ ტალანტებში

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა მსოფლიოს მასშტაბით 50 ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოარჩია და მათ შორის ერთი გიორგი ჩაკვეტაძეა.

გამოცემამ ხსენებული ფეხბურთელები ხუთ კატეგორიად დაჰყო და ჩაკვეტაძე იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალში მოხვდა, რომელთაც სერიოზული ტრავმების გამო ბოლო პერიოდში თავისი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინეს.

გიორგისთან ერთად აღნიშნულ ფაზაში იბრაჰიმა კონატე, ეზეკიელ ბარკო, იან ვალერი, დიოგო დალო, არნე მაიერი და ჰანეს ვოლფი მოხვდნენ.

სხვა კატეგორიები კი L’Equipe-მა შემდეგნაირად დაჰყო:

იმედგაცრუებები

ალბან ლაფონი, მალანგ სარი, რის ნელსონი, პედრო პორო, სამუელ ჩუკვუზე, ფრან ბელტრანი, სკოვ ოლსენი, ბრაჰიმ დიასი, კიკ პირი.

ვარსკვლავების ვარდნა

ჟოაო ფელიქსი, როდრიგო, ვინისიუსი, მოიზე კინი, რაიან სესენიონი, რაფაელ ლეაო, გედსონ ფერნანდესი

შენარჩუნებული დონე

მატიას დე ლიხტი, კაი ჰავერცი, მატეო გუნდუზი, კალუმ ჰადსონ-ოდოი, ფილ ფოდენი, კუჩო ერნანდესი, ევან ნდიკა, დან-აქსელ ზაგადუ, ვილიამ სალიბა, ბუბაკარ კამარა

გამორჩეულები

ერლინგ ჰოლანდი, ჯეიდონ სანჩო, ჯასტინ კლუივერტი, ჯონათან დავიდი, ალექსანდერ ისაკი, დონიელ მალენი, ნიკოლო ძანიოლო, მუსა დიაბი, სანდრო ტონალი, ჟუნიორ ტრაორე, ფერან ტორესი, დეკლან რაისი, დუაიტ მაკნილი, მეისონ მაუნთი, იარი ვერშაერენი, ოზან კაბაკი, ჯანლუიჯი დონარუმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11423