ფეხბურთი

18:21 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

AS: „რეალი“ პოგბას ზაფხულში იყიდის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, პოლ პოგბა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის „რეალში“ გადავა - წერს ესპანური AS.

წყაროს მტკიცებით, „სამეფო კლუბი“ მზადაა 27 წლის ფრანგ მსოფლიო ჩემპიონში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. ადრეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოგბას გადაბირებით პირადად მისი თანამემამულე, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანია დაინტერესებული.

2019-20 წლების სეზონში პოგბამ „მანჩესტერის“ მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ბოლო დროს მას ხშირად აწუხებს ტრავმები. იანვარში ტერფის ოპერაციაც გადაიტანა.

0.139575