სხვა

17:22 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ ტაისონი: "ახალგაზრდობაში მეგობრებების დედებთან და დებთან სექსი მქონდა"

კრივის ლეგენდამ მაიკ ტაისონმა წარსული გაიხსენა და საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ამერიკელის თქმით, ახალგაზრდობაში ფულით სავსე ცხოველი იყო და მეგობრების დედებთან და დებთან ინტიმური კავშირი ჰქონდა.

„ახალგაზრდობაში ფულით სავსე ცხოველი ვიყავი. სექსი და ორგია მქონდა ჩემი მეგობრების დედებთან, დებთან, ბიძაშვილებთან, ყველასთან, ვისაც ვიცნობდი. როდესაც ლას ვეგასში ვცხოვრობდი წვდომა მქონდა ყველა VIP ღამის კლუბზე და მყავდა გოგონა, რომელიც მეძავი იყო.

ახლა არ მსურს ის ადამიანი დაბრუნდეს, როგორიც ადრე ვიყავი, რადგან მას ჯოჯოხეთშიც წასვლა შეეძლო. მეზიზღება ის, მისი მეშინია“, - განაცხადა ტაისონმა იუთუბის არხ Hotboxin-თან საუბარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119337