ფეხბურთი

16:49 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ გრიზმანს დაადგა თვალი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ შემტევით, ანტუან გრიზმანით დაინტერესდა - გვამცნობს Mundo Deportivo.

გამოცემის მტკიცებით, „წითელი ეშმაკუნების“ ხელმძღვანელობა ყურდღებით აკვირდება 29 წლის ფრანგი ფეხბურთელის გარშემო არსებულ სიტუაციას, რომლის გაყიდვასაც კატალონიური კლუბი აპირებს.

სხვათა შორის, „მანჩესტერს“ გრიზმანის შეძენა 2017 წელსაც უნდოდა.

გრიზმანი „ბარსელონაში“ შარშან ზაფხულს გადავიდა მადრიდის „ატლეტიკოდან“ 120 მილიონ ევროდ. ამჟამად კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულ ესპანურ პრიმერაში, 37 მატჩში ფრანგმა 14 ბურთი გიტანა და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11225