ფეხბურთი

15:21 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანავარომ მშობლიურ ქალაქს 30 ათასი პირბადე შესწირა

ჩინური „გუანჩჟოუ ევერგრანდის“ მთავარმა მწვრთნელმა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ფაბიო კანავარომ, მშობლიურ ქალაქ ნეაპოლს კორონავირუსის მიზეზით 30 ათასი პირბადე შესწირა.

„არ მიყვარს მსგავს თემებზე საუბარი. მთავარია, რომ ჩემნაირი ადამიანები ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის. კორონავირუსმა იტალია ძალიან დააზარალა და ცხადია, ამას განვიცდი. ასეთი ჟესტით ხალხთან კავშირს გამოვხატავ. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, საჯაროდ ამაზე ლაპარაკი არასწორი მგონია.“ - უთხრა კანავარომ Voetbal International-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115772