ფეხბურთი

14:50 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მარაკანა“ საველე ჰოსპიტლად გადაიქცა

ლეგენდარული სტადიონი „მარაკანა“ რიო დე ჟანეიროში, რომელზეც საშინაო მატჩებს ბრაზილიის ნაკრები, „ფლამენგო“ და „ფლუმინენსე“ ატარებენ, კორონავირუსის პანდემიის გამო საველე ჰოსპიტლად გადააკეთეს - გვამცნობს CNN.

ამჟამად სტადიონი 78 ათას მაყურებელს იტევს (რეკონსტრუქციამდე 200 ათასზე მეტ გულშემატკივარს იტევდა). 1950 და 2014 წლებში იქ მსოფლიო ჩემპიონატების გადამწყვეტი მატჩები გაიმართა. 2016-ში კი ოლიმპიური თამაშები.

წყაროს ცნობით, საველე ჰოსპიტლებად ასევე სან პაულუს „პაკაემბუსა“ და ქვეყნის კიდევ 10 სტადიონს გადააკეთებენ.

თეგებიმარაკანა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113246