ფეხბურთი

10:26 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რონალდუსთვის ხელფასის ჩამოჭრა პრობლემა არაა, ჩვენ კი ბინის ქირას ვიხდით" - იტალიელი ფეხბურთელის წუხილი

კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში საფეხბურთო კლუბებში ხელფასების შემცირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ეს მდგომარეობა კი სერია B-ს ბინადარ „ჩიტადელას“ მეკარე ალბერტო პალეარის ადარდებს.

იტალიელის განცხადებით, ხელფასის ჩამოჭრა კრიშტიანუ რონალდუსთვის პრობლემა არ იქნება, მაგრამ პრობლემაა მისი დონის ფეხბურთელებისთვის, რადგან ბინის ქირა აქვთ გადასახდელი.

„თუკი ეს იქნება ერთი თვი ხელფასის გადადება, რომელსაც მოგვიანებით ორმაგად მივიღებთ, უპრობლემოდ დავთანხმდებოდი, მაგრამ თუ ამ ხელფასს უბრალოდ ჩამოგვაჭრიან, გულწრფელად გეტყვით, უარზე ვარ. ჩვენ არ ვართ კრიშტიანუ რონალდუს მდგომარეობაში, მას თუ ორი თვის ხელფასს წაართმევენ, პრობლემა არაა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს დიდი პრობლემაა, ბინის პატრონი მოვა და ქირას მოგვთხოვს“, - აღნიშნა პალეარიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე გუნდის ფეხბურთელებმა (უმეტესად ბუნდესლიგაში) ხელფასების გარკვეულ ნაწილზე უარი თქვეს. ჯერჯერობით მსგავსი ნაბიჯი იტალიაში არავის გადაუდგამს, თუმცა აპენინზე აქტიურად განიხილება ფეხბურთელებისთვის ხელფასის დაკლების საკითხი.

0.15284