თამაშგარე

11:40 | 26.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკმა ყოფილი მეუღლის ძმისშვილზე იქორწინა

„შანხაი SIPG“-ის თავდამსხმელმა ჰალკმა მეორედ იქორწინა. ამ ერთი შეხედვით უწყინარ ამბავში თითქოს გამოსარჩევი რა უნდა იყოს, მაგრამ არის.

ბრაზილიელი ივლისში 12-წლიანი ქორწინების შემდეგ ირან ანგელოსთან განქორწინდა, ხოლო დეკემბერში გაჩნდა ჭორები, რომ ურთიერთობა ყოფილი მეუღლის ძმისშვილთან დაიწყო.

როგორც ჩანს, ცეცხლი უკვამლოდ არ გაჩენილა. ახლახან დადასტურდა, რომ ჰალკმა ცოლად ყოფილი მეუღლის ძმისშვილი, 31 წლის კამილა ანგელო შეირთო.

სოციალური ქსელის ფოტოებიდან ვიგებთ, რომ წყვილი ჩინეთში თავს ბედნიერად გრძნობს და ბრაზილიელს წარსული სულაც არ ადარდებს.

თეგებიჰალკი
0.156915