ფეხბურთი

23:28 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტოიჩკოვი: "რონალდუსგან ინტერვიუს არ ავიღებ, მე საუკეთესოებს ვესაუბრები"

ცნობილი ბულგარელი ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი ინტერვიუების ჩაწერითაა დაკავებული და არაერთ ლეგენდარულ ფეხბურთელს ესაუბრა. მათ შორის, ლიონელ მესი, ფრანჩესკო ტოტი, პაოლო მალდინი, გარი ლინეკერი, პეპ გვარდიოლა, კარლო ანჩელოტი და იურგენ კლოპი არიან.

თუმცა, სიაში არაა კრიშტიანუ რონალდუ და სტოიჩკოვის განცხადებით, პორტუგალიელ ფეხბურთელთან ინტერვიუს გაკეთების სურვილი არ აქვს.

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ ფენომენთან მაქვს ინტერვიუ ჩაწერილი და არ გამოვრიცხავ, რომ DVD-ის მეშვეობით ყველა ერთად გამოვცე. ვერ ვიტყვი ყველაზე მეტად რომელი ინტერვიუ მიყვარს, მაგრამ „ბარსელონას“ მოთამაშეების ჩაწერა უფრო მარტივია, რადგან ჩემი ოჯახია. როდესაც მესის ვესაუბრები, ჩემი კარგად ესმის, რადგან ერთსა და იმავე საკითხებზე ვსაუბრობთ, როგორ მოიგო „ოქროს ბურთი“ ან როგორ გახდა მნიშვნელოვანი მოთამაშე, მისნაირი მოთამაშეები სხვები არ იქნებიან.

მოურინიოც ძალიან მიყვარს, მისი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, ანჩელოტისთან ინტერვიუც ძალიან საინტერესო იყო, შესანიშნავი ადამიანია, იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სამი დღით ადრე სასტუმროში ჩავწერე, ის ფენომენია.

ბევრთან მაქვს ინტერვიუ, ვინც მიყვარს, მათ შორის ჰაჯი და პოპესკუ. არასდროს გავაკეთებ ინტერვიუს კრიშტიანუ რონალდუსთან, რადგან არ მინდა. როდესაც ინტერვიუს ვწერ ნამდვილ ფეხბურთზე ვსაუბრობთ და არა მოგებულ ტიტულებზე, საუკეთესოებს ვწერ, ამიტომ რონალდუსთან არ მინდა“, - განაცხადა სტოიჩკოვმა Mundo Deportivo-სთან.

0.12071