ფეხბურთი

20:47 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ჯანაშია "ლოკომოტივის" ყველა დროის სიმბოლურში

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ საკუთარი გუნდის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. მასში თითო ფეხბურთელი თითო ქვეყნიდან მოხვდა და საქართველოდან ზაზა ჯანაშია.

„რკინიგზელთა“ სიმბოლური ასეთია:

მეკარე: გილერმე (ბრაზილია)

მცველები: სერგეი გურენკო (ბელარუსი), ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი), ვედრან ჩორლუკა (ხორვატია), იან დიურიცა (სლოვაკეთი), ჯეიკობ ლეკხეტო (სამხრეთ აფრიკა)

ნახევარმცველები: ვლადიმირ მამინოვი (უზბეკეთი), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (პოლონეთი), დმიტრი ლოსკოვი (რუსეთი)

თავდამსხმელები: ჯეფერსონ ფარფანი (პერუ), ზაზა ჯანაშია (საქართველო)

შეგახსენებთ, ზაზა ჯანაშია „ლოკომოტივში“ 1996-2001 წლებში თამაშობდა და 194 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა.

0.112237